რუსეთის მართული სეპარატისტული რეჟიმები ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ თბილისს, აღიაროს ისინი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. კრემლის მარიონეტების ეს განცხადებები ბიძინა ივანიშვილის გორში ცნობილ გამოსვლას მოჰყვა. ოლიგარქმა ოკუპანტებს სრულიად ახალი დღის წესრიგი შეუქმნა - აღიარების მოთხოვნა და ტერიტორიული პრეტენზიები. ოლიგარქის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც ხელისუფლებამ კვლავ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკით უპასუხა. ივანიშვილის მოწოდება ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატადაა შეფასებული.
"ოცნების", კრემლისა და სეპარატისტების განცხადებები უნისონში
18 სექ 202420:17
3 წუთის საკითხავი